• გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების შესამოწმებლად და ტრანსპორტირების შეკვეთის განსახორციელებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის ვებ გვერდზე განთავსებული on-line მთვლელით.
  • კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ფასები გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, მაგრამ ცვლილება არ შეეხება გზავნილს, რომელიც შეძენილია ცვლილების განხორციელებამდე და მომხმარებელმა შეიძლება დაადასტუროს შეძენის თარიღი ინვოისით. 
  • ამანათის გასაგზავნად უნდა მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და წარადგინოთ შეკვეთის ნომერი.
  • კომპანიისთვის გზავნილის გადაცემისას ტვირთი არ უნდა იყოს დალუქული, რათა ზუსტად მოხდეს მისი იდენტიფიცირება და დეკლარირება.
  • მომხმარებელი არის პასუხისმგებელი გზავნილის შემადგენლობაზე და ასეთი სახის შემადგენლობის ფარულად გაგზავნის შემთხვევაში შეიძლება დადგეს პირის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • კომპანიას და მის ოფიციალურ პარტნიორებს ეხსნებათ ნებისმიეირი სახით პასუხისმგებლობა ასეთი ტვირთის ფარულად გაგზავნის  მცდელობის დადგენის შემთხვევაში.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრული სიზუსტით დაადეკლარიროს გზავნილი
  • მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გზავნილში არ მოხვდეს საბაჟო კანონმდებლობით აკრძალული ან შეზღუდული ნივთები. მისი შემადგენობის მიერ გამოწვეული ზარალის შემთხვევაში მომხმარებელი პასუხისმგელებია აღნიშნულ ფაქტზე.
  • თუ კომპანიას აქვს საფუძვლიანი ეჭვი გზავნილის შიგთავსთან დაკავშირებით, კომპანია იტოვებს უფლებას მოახდინოს ტვირთის გახსნა და დათვალიერება.
  • კომპანიისთვის გზავნილის გადაცემის შემდგომ მომხმარებელს ეგზავნება ტექტური შეტყობინება სადაც იქნება მითითებულლი გზავნილის ნომერი რომლის მეშვეობით მას საშუალება ექნება თვალი ადევნოს ტვირთის გადაადგილებას.
  • სწრაფი გზავნილის ტრანსპორტირების ვადა შეადგენს 4-7 სამუშაო დღე.
  • ჩატანის და დარიგების დრო შეიძლება გაიზარდოს ამინდის (ფორსმაჟორული სიტუაცია) გაუარესების ან ტექნიკური პირობების გამო რასაც გამოიწვევს ფრენის გადადება ან გაუქმებამ.
  • არსებული რეგულაციების და კანონების საფუძველზე განხორციელებული საბაჟო პროცედურების გამო გამოწვეულ დაგვიანებაზე არაა პასუხისმგებელი და არ გადაიხდის დაგვიანების კომპენსაციას. 
  • გზავნილის დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@vdeliveries.ge
  • აგრეთვე იხილეთ ექსპორტისთვის აკრძალული ტვირთების სია. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს დამატებითი აკრძალვები (დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე)

 

 

ექსპორტისთვის აკრძალული ტვირთების სია:

  • ადამიანის და ცხოველების ცხედარი, ორგანოები და სხეულის ცალკეული ნაწილები, აგრეთვე კრემაციის შედეგად მიღებული ნარჩენები.
  • ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში  ნივთიერებანი;
  • იარაღი, არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;
  • საკვები პროდუქტები
  • ალკოჰოლური სასმელები
  • თამბაქო
  • ცოცხალი ცხოველები, თევზები, ფრინველები, მღრღნელები და მათი ფიტულები, ძვლები, ბეწვი, და ა.შ.
  • მცენარეები ან მათი თესლი.
  • ლატარეის ბილეთები
  • ფულადი ნიშნები, დაუმუშავებელი პლატინა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები, გარდა მათი ნაკეთობებისა.
  • პორნოგრაფიული შინაარსის მქონე გზავნილები.
  • მედიკამენტები
  • ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია.
  • რადიაქტიური ნივთიერებანი
  • საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს კომპანიის თანამშრომლებისთვის, საშუალებებისთვის ან მოსახლეობისათვის, აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;
  • შესაბამისი ნებართვის არმქონე საგნები
  • შესააბამისი აქციზის არმქონე პროდუქცია
  • სახიფათო ტვირთები
  • მალფუჭებადი პროდუქცია და ნივთიერებანი